მთავარი

პროდუქცია

მუკუზანი
ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო
დამზადებულია მუკუზნის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის
ყურძნისაგან. ღვინო მუქი ლალისფერია. ხასიათდება ალუბლის და ტანინების გემოთი, აქვს დახვეწილი ბუკეტი. მიირთვით შემწვარ ხორცთან.
ალაზნის ველი
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. აქვს მუქი ბროწეულისფერი, დომინირებს მაყვლის და ალუბლის ტონები. მიირთმევა ხილთან და დესერტთან.
ფიროსმანი
 წითელი ნახევრად მშრალი ღვინო
მზადდება კახეთში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.იგი ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერილობით, ჰარმონიული სა ხავერდოვანი გემოთი. მიირთმევა ხილთან და დესერტთან.
მანავი
ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია კახეთის რეგიონის მანავის მიკროზონაში დაკრეფილი კახური მწვანესა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა, ახალი ხილისა და ციტრუსების არომატი. რეკომენდებულია ბოსტნეულთან , სალათებთან და ყველთან.

ჯილდოები