კომპანიის შესახებ

კომპანია „ხაოს მარანი“ დაარსდა და ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ბაზარზეა 2013 წლიდან.   კომპანიის მთავარი ოფისი და სასაწყობო ტერმინალი მდებარეობს ქ.გურჯაანში.  კომპანიის საკუთრებაში არსებული საწარმოო სიმძლავრეები განაპირობებს  „ხაოს მარანის“ შესაძლებლობას, აწარმოოს უმაღლესი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია.

 კომპანია „ხაოს მარანი“ სპეციალიზირდება ტრადიციული ქართული, ევროპული და ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაზე. კომპანია თანამშრომლობს მუდმივმოქმედ პარტნიორებთან როგორც საქართველოს შიგა ბაზარზე,ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

კომპანიის მისიაა  ნატურალური, მაღალხარისხიანი ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება; ხარისხითა და ფასებით საუკეთესო პროდუქციით როგორც შიგა,ასევე გარე ბაზრების უზრუნველყოფა.

ჩვენი ამოცანა რეალიზდება პროდუქციის ხარისხზე განუხრელი  და მრავალსაფეხურეობრივი კონტროლის მეთოდით, რაც განაპირობებს მის შესაბამისობას  უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებთან.

კომპანიის განვითარების ძირითადი მიმართულებას წარმადგენს უნიკალური ქართული და ასევე აპრობირებული ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება; კომპანია ასევე სენსიტიურია ბაზრის და მომხმარებელთა მოთხოვნების მიმართ.

კომპანიის მენეჯმენტის მუდმივი დაკვირვების ობიექტია ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ბაზრის აქტუალური ტრენდები, რაც პერმანენტულად ჰპოვებს გამოხატვას  კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაში, რათა ისინი მუდმივ შესაბამისობაში იყვნენ მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებთან და სურვილებთან. ყურძნის კრეფის, დაწურვის, ფერმენტაციის, დუღილის,ღვინის შენახვის მთელს პროცესი, მომხმარებელთან პროდუქტის მიტანის ჩათვლით, მუდმივად კონტროლდება, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ ჩვენი მისია მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებაა.

20160712_165214
IMG_0511
Georgian