პროდუქცია





რქაწითელი

თეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. აქვს ღია ჩალისფერი. გაჯერებულია მწიფე ატმის და ვაშლის ტონებით. მიირთმევა სალათებთან და თევზთან.






საფერავი

წითელი მშრალი ღვინო
დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, მწიფე ალუბლის და კენკრის სურნელი. დაგემოვნება სრული და წვნიანია. მიირთვით ბოსტნეულთან და ხორცთან.





ქინძმარაული

ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
მზადდება ქინძმარაული მიკროზონაში მოყვანილი უმაღლესი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით. აქვს სრული, დახვეწილი გემო, ალუბლის და კენკრის არომატი. მიირთვით მწვადთან და ბოსტნეულთან.






მუკუზანი

ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო
დამზადებულია მუკუზნის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო მუქი ლალისფერია. ხასიათდება ალუბლის და ტანინების გემოთი, აქვს დახვეწილი ბუკეტი. მიირთვით შემწვარ ხორცთან.





წინანდალი

ადგილწარმოშობის თეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია ქართული ვაზის ჯიშების, რქაწითელისა და მწვანეს ყურძნისაგან. აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა. გაჯერებულია მწიფე ატმის და ვაშლის ტონებით. მიირთმევა სალათებთან და თევზთან ერთად.






მწვანე

ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია კახეთის რეგიონის მანავის მიკროზონაში დაკრეფილი კახური მწვანესა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა, ახალი ხილისა და ციტრუსების არომატი. რეკომენდებულია ბოსტნეულთან , სალათებთან და ყველთან





ხვანჭკარა

ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
დამზადებულია ამბროლაურის რაიონის ხვანჭკარის მიკროზონაში მოყვანილი ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან. ხვანჭკარა გამოირჩევა მუქი ლალაისფერი შეფერილობით, სავსეა მარწყვის, ჟოლის და კენკრის ნაზი ტონებით, კარგად გამოხატული ბუკეტი დაუვიწყარს ხდის მის გემოს. რეკომენდირებულია საქონლის და ღორის ხორცთან, ასევე ყველთან.






ფიროსმანი

თეთრი ნახევრად მშრალი ღვინო
მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. აქვს ჩალის და ოქროს ფერები, თეთრი ქლიავის და ციტრუსის არომატი. მიირთმევა შებოლილ თევზთან, ცხარე-მჟავე კერძებთან და ყველთან.





საფერავი როზე

ვარდისფერი ნახევრად მშრალი ღვინო ”საფერავი როზე” დამზადებული საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასითდება ალუბლის მდიდარი არომატით და სასიამოვნო წითელი კენკრის გემოთი. რეკომენდებულია ბოსტნეულთან , სალათებთან და ყველთან