ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
დამზადებულია ამბროლაურის რაიონის ხვანჭკარის მიკროზონაში მოყვანილი ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან. ხვანჭკარა გამოირჩევა მუქი ლალაისფერი შეფერილობით, სავსეა მარწყვის, ჟოლის და კენკრის ნაზი ტონებით, კარგად გამოხატული ბუკეტი დაუვიწყარს ხდის მის გემოს. რეკომენდირებულია საქონლის და ღორის ხორცთან, ასევე ყველთან.